ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ზუგდიდში, გამსახურდიას #113-ში, სადაც ტაძარი შენდება, 50-მდე ადამიანია ჩაწერილი
ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ზუგდიდში, გამსახურდიას #113-ში, სადაც ტაძარი შენდება, 50-მდე ადამიანია ჩაწერილი

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ერთიან სიებში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ზუგდიდში, გამსახურდიას 113 ნომერში, სადაც ტაძარი შენდება, 50-მდე ადამიანია ჩაწერილი. ქარდავას თქმით, აქ ადრე მე-12 საჯარო სკოლა იყო, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ. თუმცა, რეალურად დღეს იქ არავინ ცხოვრობს. ეს ადამიანები N 7 უბანზე არიან რეგისტრირებული.

ბაჩუკი ქარდავა ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტები ხელისუფლებას არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება.