ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა

სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. დაშავებულები „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მოინახულეს.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილების უფროის, მაია ესებუას ინფორმაციით, საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული რვა მოზარდი შეიყვანეს. ექიმის განცხადებით, ორი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები.

ახალგაზრდები, რომლებიც სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ, ავტოავარიაში ანაკლიის გზაზე დაშავდნენ.