„ზორიამ“ კოვტალიუკს ოფიციალური წინადადებით მიმართა (ვიდეო)

ლუგანსკის „ზორიამ“ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, გორის „დილას“ თავდამსხმელს მიკოლა კოვტალიუკს ოფიციალური შეთავაზებით მიმართა. ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა „სპორტ.უა“ ავრცელებს.

„ლუგანსკის „ზორია“ ქართული „დილას“ ფორვარდის მიმართ ინტერესს იჩენს. ეს მოთამაშე უკრაინული პასპორტის მქონე მოთამაშე მიკოლა კოვტალიუკია. წყაროს ცნობით, „ზორიამ“ 25 წლის ფეხბურთელის ოფიციალური შეთავაზებით უკვე მიმართა“, – წერს გამოცემა.

„სპორტ.უა“ გორელთა თავდამსხმელის მიღწევებზე წერს: „ცნობილია, რომ კოვტალიუკმა თავისუფალი აგენტის სტატუსი 31 დეკემბერს მიიღო, მაგრამ მას აღმოსავლეთ ევროპიდან არაერთი წინადადება აქვს. გასათვალისწინებელია, რომ „დილას“ ფორვარდი სეზონის საუკეთესო ლეგიონერად აღიარეს. მან ასევე სეზონი საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულა, 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა, მათ შორის, ოთხი – პენალტით“.

მიკოლა კოვტალიუკი დაიბადა ლვოვის ოლქის ქალაქ სამბორში. საქართველოს ჩემპიონატში 2017 წლიდან მცირე შესვენებით ასპარეზობს. ნახევარი წელი სამხრეთ კორეის „გუდნში“ თამაშობდა. მისი კარიერა: ლვოვის „კარპატის“ 19-წლამდელთა გუნდი, „ილიჩივეცის“ დუბლშემადგენლობა, პოლტავის „ვორსკლა“, „ზემპლინ მიხაილოვცე“ (სლოვაკეთი), კიევის „არსენალი“, კოვალევკას „კოლოსი“, ფოთის „კოლხეთი“, „დინამო თბილისი“ და გორის „დილა“.