ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სან რემოზე იმღერა [ვიდეო] #1TVSPORT
„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სან რემოს ცნობილ მუსიკალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
შვედმა ფეხბურთელმა „ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელთან სინიშა მიხაილოვიჩთან ერთად შეასრულა იტალიური ჯგუფის I Nomadi-ის სიმღერა Io vagabondo.
https://twitter.com/i/status/1367614051073810452
ზლატანი სან რემომდე საკუთარი ავტომობილით მიდიოდა, მაგრამ საცობში მოხვდა. ამიტომაც ტრასაზე მიმავალი მოტოციკლი გააჩერა და მის მძღოლს ფესტივალამდე მიყვანა სთხოვა. ასე რომ, დარჩენილი 60 კილომეტრი იბრაჰიმოვიჩმა მოტოციკლით დაფარა.