„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სან რემოს ცნობილ მუსიკალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
შვედმა ფეხბურთელმა „ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელთან სინიშა მიხაილოვიჩთან ერთად შეასრულა იტალიური ჯგუფის I Nomadi-ის სიმღერა Io vagabondo.
ზლატანი სან რემომდე საკუთარი ავტომობილით მიდიოდა, მაგრამ საცობში მოხვდა. ამიტომაც ტრასაზე მიმავალი მოტოციკლი გააჩერა და მის მძღოლს ფესტივალამდე მიყვანა სთხოვა. ასე რომ, დარჩენილი 60 კილომეტრი იბრაჰიმოვიჩმა მოტოციკლით დაფარა.