„ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, რომ მზად არის ამსტერდამის „აიაქსში“ დასაბრუნებლად, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული და სკანდალური შვედი „აიაქსში“ 2001-04 წლებში თამაშობდა.
„ჩვეულებრივ, არ ვბრუნდები კლუბებში, სადაც უკვე ვითამაშე, მაგრამ, შესაძლოა, კარიერის დასრულების შემდეგ, „აიაქსის“ მენეჯერი გავხდე. მე უკეთ გავუძღვები საქმეს, ვიდრე ნებისმიერი, ვინც ახლა იქ ზის“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა „დე ტელეგრაფთან“ (De Telegraaf) კომენტარში.
ზლატანი „გელაქსიში“ 2018 წლიდან თამაშობს. მას ასევე უთამაშია – „მალმიოში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“, „ბარსელონაში“, „მილანში“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“. ამ დროის განმავლობაში, იბრაჰიმოვიჩმა 31 ტიტული მოიპოვა.