RMCsport-ი - „მონაკო“ მიქაუტაძის დამატებას აპირებს, „აიაქსი“ 15-20 მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT
RMCsport-ი - „მონაკო“ მიქაუტაძის დამატებას აპირებს, „აიაქსი“ 15-20 მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის დამატება „მონაკოს“ სურს. კლუბი ქართველი თავდამსხმელის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მისი ტრანსფერის მფლობელი ამსტერდამის „აიაქსი“ კი ამ გარიგებაში, დაახლოებით, 15-დან 20 მილიონ ევრომდე ითხოვს, – ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანიის, RMCsport-ის ვებგვერდი ავრცელებს.

„მონაკო“ 23 წლის ქართველ ფეხბურთელს ვისამ ბენ იედერის შემცვლელად განიხილავს, რომელთანაც კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

მიქაუტაძე „აიაქსმა“ გასულ ზაფხულს „მეციდან“ 16 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დრო არ ჰქონია და იანვარში ფრანგულ გუნდში იჯარით დაბრუნდა. ლიგა 1-ში მან 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.