Soccernews-ი - „აიაქსში“ დაწუნებული მიქაუტაძე „მეცში“ ისე ათამაშდა, რომ მადრიდის „ატლეტიკო“ დააინტერესა #1TVSPORT
Soccernews-ი - „აიაქსში“ დაწუნებული მიქაუტაძე „მეცში“ ისე ათამაშდა, რომ მადრიდის „ატლეტიკო“ დააინტერესა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსში“ თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა და „მეცში“ დაბრუნდა, სადაც ისევ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მისი შეძენით მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდა – ამის შესახებ ნიდერლანდური გამოცემა Soccernews-ი იუწყება.

„შარშან „აიაქსმა“ გიორგი მიქაუტაძე „მეციდან“ 16 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი სეზონის პირველ ნახევარში გუნდს ვერ მოერგო და ზამთარში იჯარით „მეცში“ დაბრუნდა. საფრანგეთის ლიგა 1-ში მიქაუტაძე კვლავ შესანიშნავად ათამაშდა. სეზონის მეორე ნახევარში ქართველი თავდამსხმელი ფრანგულ კლუბში აშკარად გამორჩეულია – ბოლო ექვს მატჩში მან რვა გოლი გაიტანა, სულ კი 13 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა ათეულში მოხვდა. ამას გარდა, მიქაუტაძემ ოთხი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

მისი ტრანსფერი კვლავ ამსტერდამულ კლუბს ეკუთვნის, ამიტომ გიორგი ზაფხულში „აიაქსში“ უნდა დაბრუნდეს, მაგრამ საკითხავია, მისცემენ თუ არა მომავალ სეზონში თამაშის შანსს. „აიაქსში“ დაწუნებულმა ქართველმა თავდამსხმელმა საფრანგეთში შთამბეჭდავი თამაშით მადრიდის „ატლეტიკოს“ ყურადღება მიიპყრო. მისი პროგრესის გათვალისწინებით, შესაძლოა, მიქაუტაძის გადაბირება კიდევ უფრო მეტმა კლუბმა მოინდომოს. ფეხბურთელის გაყიდვა „აიაქსისთვისაც“ ხელსაყრელი იქნება, რადგან ამ ტრანსფერით ახალი მოთამაშეების დასამატებლად დიდ თანხას მიიღებს“, – წერს ნიდერლანდური გამოცემა.