„მილანის“ ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ორი ვაჟი „როსონერის“ ახალგაზრდულ გუნდებში ითამაშებს.
როგორც ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ თავის „ტვიტერში“ დაწერა, იბრაჰიმოვიჩის უფროსი ვაჟი მაქსიმილიანი (15 წლის) „მილანის“ 17-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხება, ხოლო უმცროსი ვინსენტი (14 წლის) 15-წლამდე ფეხბურთელებში ითამაშებს.
შეგახსენებთ, ამ ზაფხულს 40 წლის იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ 2023 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი.