38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა „ბოლონიის“ რიგებში ვიხილოთ.
იტალიური კლუბის დირექტორი ვალტერ საბატინი აცხადებს, რომ „ბოლონიის“ მწვრთნელის, სინიშა მიხაილოვიჩის ფაქტორის გათვალისწინებით, დიდია ალბათობა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მის გუნდში ითამაშოს.
„იბრაჰიმოვიჩს ჩვენთან გადმოსვლა სინიშასთან ახლო ურთუერთობის გამო სურს. ნადვილად ვერ ვიტყოდი, რომ ეს ტრანსფერი შეუძლებელია. იბრას უნდა, რომ მწვრთნელს დაეხმაროს“ – ამბობს „ბოლონიის“ დირექტორი ვალტერ საბატინი.
შეგახსენებთ, რომ სინიშა მიხაილოვიჩს ლეიკემია დაუდგინდა და ქიმიოთერაპიის მესამე კურსს გადის.
იბრაჰიმოვიჩი „ლოს ანჯელეს გალაქსის“ ფეხბურთელია და ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება.
პრესაში ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალ გუნდში გადასვლის სხვადასხვა ვერსია განიხილება. სავარაუდო კლუბებს შორის „მანჩესტერ იუნაიტედს“, მადრიდის „ატლეტიკოს“, „ნაპოლისა“ და ახლა უკვე „ბოლონიას“ ასახელებენ.