ზივზივაძისა და ბერიძის ყოფილ კლუბს გერბის შეცვლა მოსთხოვეს - „უიპეშტი“ ისევ ტრადიციულ ემბლემას გამოიყენებს #1TVSPORT
ზივზივაძისა და ბერიძის ყოფილ კლუბს გერბის შეცვლა მოსთხოვეს - „უიპეშტი“ ისევ ტრადიციულ ემბლემას გამოიყენებს #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ბერიძის ყოფილი კლუბს, „უიპეშტს“ გერბის შეცვლა მოსთხოვეს და კლუბის მეპატრონე იძულებული გახდა, ამ მოთხოვნას დათანხმებულიყო.

უიპეშტი“ კვლავ გამოიყენებს ტრადიციულ გერბს, ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურ განცხადებაში განაცხადა.

„ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა, ემბლემის შეცვლის გადაწყვეტილება ახალი მფლობელებისთვის ეცნობათ. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. მეორე მხრივ, მე გულშემატკივრებს პირობა მივეცი და ვასრულებ. დღეს კლუბი კვლავ ტრადიციული გერბს წარმოადგენს, რომელიც „უიპეშტის“ ყველა სახეობის გუნდისთვის საერთო იქნება – იქნება ეს ძიუდო, ჰოკეი თუ ფეხბურთი“, – თქვა კლუბის ბელგიელმა მფლობელმა როდერიკ დუშატელეტმა.

დაპირისპირება დაიწყო ხუთი წლის წინ, როდესაც საფეხბურთო გუნდმა ახალი გერბი წარადგინა. გულშემატკივრებმა აქცია მოაწყვეს და ძველი გერბის აღდგენა მოითხოვეს, რასაც ძველი მფლობელი არ დათანხმდა.

შემდეგ „უიპეშტის“ ქომაგებმა სასამართლოს მიმართეს, რომელმაც 2017 წლის დეკემბერში მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა – სასამართლომ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბმა უნდა დაიბრუნოს ძველი გერბი.

სასამართლოს ისევ „უიპეშტმა“ მიმართა, რომელმაც ისევ მისცა ძველი გერბის გამოყენების უფლება იმის საფუძველზე, რომ დამოუკიდებელი იურიდიული პირის მქონე ორგანიზაციას ამის უფლება ჰქონდა. 2021 წლის აპრილში საკითხი უკვე უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა, ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა.

ბუდუ ზივზივაძესა და გიორგი ბერიძეს „უიპეშტის“ შემადგენლობაში ყველა გოლი სწორედ ძველ გერბიანი მაისურით აქვთ გატანილი.