უნგრეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი - „უიპეშტში“ კროიზეს და ქართველებს გამოვარჩევდი #1TVSPORT
უნგრეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი - „უიპეშტში“ კროიზეს და ქართველებს გამოვარჩევდი #1TVSPORT

ცნობილმა უნგრელმა სპეციალისტმა, იანოშ ჩანკმა დასრულებული ჩემპიონატი შეაფასა და განაცხადა, რომ „უიპეშტმა“, სადაც ქართველები თამაშობენ, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

„რაც შეეხება „უიპეშტს“, საინტერესო გუნდია! ყოველთვის საყვედურობენ, დიდხანს იყვნენ გავარდნის ზონაში, მაგრამ ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ და კარგი ჰყავთ ფეხბურთელები ჰყავთ“, – ამბობს იანოშ ჩანკი.

უნგრელმა სპეციალისტმა გუნდის ქართველი ლიდერები, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე ახსენა:

„წელს ყველაზე მეტად ამ გუნდიდან მომეწონა კროიზე და ზივზივაძე, ხანდახან ბერიძეც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მათ ხშირად შეუძლიათ ისეთი რამ გააკეეთონ, რაც ხალხს უყვარს. პირველ წრეში ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო, მწვრთნელი შეცვალეს, ახალმა მწვრთნელმა კი შემადგენლობა პროფესიონალურად გამოიყენა და გუნდი უფრო სტაბილური გახდა”, – აცხადებს ჩანკი.

იანოშ ჩანკი სხვადასხვა წლებში ავარჯიშებდა „ეგერს“, „ფერენცვაროშს“, „ვიდეოტონს“, „დიოშ გიორს“, „ზალაეგერსეგს“, „დირმოტს“, ხოლო 1996–1997 წლებში უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.