უნგრული გამოცემა - ზივზივაძე „ფეჰერვართან“ ერთად არ მოემზადება #1TVSPORT
უნგრული გამოცემა - ზივზივაძე „ფეჰერვართან“ ერთად არ მოემზადება #1TVSPORT

უნგრული გამოცემა nso.hu-ს ცნობით, „ფეჰერვარმა“ ბუდუ ზივზივაძის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო:

„ცნობილია, რომ „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ „ფეჰერვარის“ ძირითადი შემადგენლობიდან გარიცხულ ბუდუ ზივზივაძეს, შესაბამისი შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, წასვლა შეეძლო. ასე რომ, ის არ იქნება გუნდში 8 იანვარს, როდესაც გუნდი შეკრებას დაიწყებს. 28 წლის ფორვარდის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი“, – წერს გამოცემა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შესახებ გამოცემა goal.com-ი ამტკიცებს, რომ სავსებით შესაძლებელია, კათოლიკური შობის დღესასწაულზე „უიპეშტის“ გულშემატკრივებმა სასიამოვნო სიურპრიზი მიიღონ და კლუბში ბუდუ ზივზივაძე იხილონ, რომლის თაობაზეც „ფეჰერვართან“ ტრანსფერზე მოლაპარაკება ოფიციალურად დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის აგენტმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ „აპოელი“-„ანორთოსისის“ მატჩს დაესწრებოდა და ერთ-ერთ გუნდთან შეხვედრას გამართავდა, სადაც ზივზივაძის ტრანსფერსაც განიხილავდა.