მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ისკო არ შედის ესპანეთის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის გეგმებში.
48 წლის სპეციალისტმა ამის შესახებ ღიად განუცხადა 28 წლის ნახევარმცველს ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის შემდეგ. იტყობინებიან, რომ ზიდანმა ისკოს ახალი კლუბის ძებნა შესთავაზა.
„რეალი“ მზად არის გაუშვას ისკო, თუ მის ნაცვლად მინიმუმ 70 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
მიმდინარე სეზონში ესპანელმა „რეალის“ შემადგენლობაში ექვსი მატჩი ჩაატარა.