ზინედინ ზიდანი ახლოსაა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობასთან #1TVSPORT
ფრანგ სპეციალისტს, ზინედინ ზიდანს ერთი ნაბიჯი აკლია „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელობამდე, – იტყობინება გამოცემა Mundo Deportivo.
51 წლის ზიდანი ნომერ პირველი კანდიდატი გახდა „ბაიერნის“ მწვრთნელობაზე მას შემდეგ, რაც იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააგრძელა.
თებერვალში „ბაიერნმა“ გამოაცხადა, რომ მიუნხენური კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს პოსტს.
ზინედინ ზიდანი 2021 წლის ზაფხულიდან უმუშევარია, როცა „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.