ზიდანს ტანგი ნდომბელეც უნდა
საფრანგეთის ლიონის ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე შესაძლოა მადრიდის რეალში გადავიდეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. როგორც გაზეთი კონფიდენსიალი (El Confidencial) წერს, მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი პირადად არის დაინტერესებული 22 წლის ნახევარმცველის შეძენით.
უფრო ადრე წერდნენ, რომ ლიონმა უარი თქვა ნდომბელესთან დაკავშირებით მანჩესტერ სიტის შეთავაზებაზე, რომელიც 70 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებდა.
ნდომბელე ზიდანის მეორე პირადი სატრანსფერო სამიზნეა. რამდენიმე დღის წინ, გაზეთმა მარკამ (Marca) დაწერა, რომ ფრანგი სპეციალისტი ლივერპულიდან ფორვარდ სადიო მანეს გადაბირებას აპირებს.