მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ოთხი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „მარკამ“ (Marca).
იმ ფეხბურთელთა სიაში, ვინც შეიძლება კლუბი უახლოესი სატრანსფერო ბაზრისას დატოვოს, მცველი რაფაელ ვარანი, ნახევარმცველები გარეტ ბეილი და ისკო, აგრეთვე, ფორვარდი ქარიმ ბენზემაა. იტყობინებიან, რომ ამ ფეხბურთელების გაყიდვით პირადად დაინტერესებულია ზინედინ ზიდანი.
ჯერჯერობით, ციფრები არ დაკონკრეტებულა, მაგრამ ელოდებიან, რომ ამ ფეხბურთელების გაყიდვით, „სამეფო კლუბი“ დაახლოებით 200 მილიონ ევროს მიიღებს. ეს ფული ახალი ფეხბურთელების შეძენაზე უნდა დაიხარჯოს.