ზიდანის მესამე ვაჟი „რეალის“ იუნიორებში ჩაირიცხა

11:40, 22.08.2018

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის, ზინედინ ზიდანის მესამე ვაჟი ტეო ზიდანი მადრიდის „რეალის“ იუნიორთა გუნდში ჩაირიცხა.

ტეო 16 წლისაა, შემტევი ნახევარმცველია და მისი სიმაღლეა 191 სანტიმეტრი.

ზიდანის კიდევ ორი ვაჟი – ენცო და ლუკა – პროფესიონალი ფეხბურთელები არიან და ორივეს აქვს გავლილი „რეალის“ აკადემია. პირველი „ლოზანაში“ გამოდის, მეორე – „რეალში“.

 

მსგავსი