ზიდანი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წელს ჩემპიონები გავხდეთ
ზიდანი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წელს ჩემპიონები გავხდეთ

„რეალ მადრიდის“ მთავარი მწვთნელი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს წლევანდელი „ლა ლიგის“ მოსაგებად. 28-ე ტურის მატჩში მადრიდელები დღეს, 14 ივნისს, საკუთარ მოედანზე „ეიბარს“ ეთამაშებიან და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერ „ბარსელონასთან“ ჩამორჩენას ორ ქულამდე შეამცირებენ.

„ჩვენ წინ 11 ფინალი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ „ლა ლიგა“ მოვიგოთ. ეს საკმაოდ გრძელი ტურნირია და ყველა მოწინააღდეგე ძლიერია. თუმცა, როდესაც „რეალის“ მაისური გაცვია, გამარჯვებისთვის მოედანზე ყველაფერი უნდა დადო“, – მოჰყავს ზიდანის სიტყვები „რეალის“ ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი „ბარსელონა“ სტუმრად „მალიორკას“ შეხვდა და 4-0 დაამარცხა, რითაც მეორე ადგილთან უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა.