ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობითაა დაინტერესებული #1TVSPORT
ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობითაა დაინტერესებული #1TVSPORT

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბევრი წინადადების მიუხედავად, ზინედინ ზიდანი კარიერას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს, თუ საფრანგეთის ნაკრები მას მთავარი მწვრთნელის თანამდებობას შესთავაზებს.

51 წლის ფრანგი სპეციალისტი საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებით დაინტერესებული არაა.

ზინედინ ზიდანი აქამდე მხოლოდ მადრიდის რეალში მუშაობდა. ის გუნდს ჯერ 2016-2018 წლებში ავარჯიშებდა, შემდეგ კი – 2019-2021 წლებში.

„სამეფო კლუბმა“ ფრანგთან ერთად 11 ტიტული მოიპოვა, მათ შორის სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.