ზესტაფონის მერობის კანდიდატი - რომ არა 2012 წლის პირველი ოქტომბერი, მე უბრალოდ ცოცხალი არ ვიქნებოდი 
ზესტაფონის მერობის კანდიდატი - რომ არა 2012 წლის პირველი ოქტომბერი, მე უბრალოდ ცოცხალი არ ვიქნებოდი 

მწამს, რომ მაქვს შესაბამისი გამოცდილება, ერთობლივად, გუნდთან ერთად გავუმკლავდეთ პრობლემებს, რაც მუნიციპალიტეტში არის დაგროვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ განაცხადა.

როგორც გიორგი გოგლიჩიძემ აღნიშნა, მისი და „ქართული ოცნების“ ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.

„მივიღე შემოთავაზება „ქართული ოცნების“ გუნდიდან, ეს არის ჩემთვის გამოწვევა. მადლობა მინდა გადავუხადო. მწამს, რომ მაქვს შესაბამისი გამოცდილება, ერთობლივად, გუნდთან ერთად გავუმკლავდეთ პრობლემებს, რაც მუნიციპალიტეტში არის დაგროვილი. ჩემი და „ქართული ოცნების“ ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. რომ არა 2012 წლის პირველი ოქტომბერი, მე აქ უბრალოდ ვერ ვიქნებოდი. მე ვიქნებოდი გარდაცვლილი. მე ვარ ყოფილი პოლიტპატიმარი, რომელიც ფაქტობრივად მიცვალებული გამოვედი 2012 წლია 20 ნოემბერს. მე 2016 წელსაც , 2018 წელსაც გამოვუცხადე მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. ეს იყო ზღვარი იმ რეჟიმსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ეს იყო მხარდაჭერაც და მორალური პასუხისმგებლობაც იმისა, რაც იმ წლებში მე და ჩემ ოჯახს იმ რეჟიმისაგან გვერგო. ეს ეტლიც, რომელშიც დღეს ვიმყოფები, არის იმ პიროვნებების სახე“, – განაცხადა გოგლიჩიძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონში მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე დღეს წარადგინა.