„ზესტაფონი“, „ჩიხურა“ და „მეშახტე“ ლიგა 3-ში დატოვეს #1TVSPORT
„ზესტაფონი“, „ჩიხურა“ და „მეშახტე“ ლიგა 3-ში დატოვეს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“, „ჩიხურა“ და „მეშახტე“ 2023 წლის საფეხბურთო სეზონში ისევ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ში ითამაშებენ.

ეს სამი გუნდი გასული სეზონის შედეგებით ლიგა 4-ში დაქვეითდა. მაგრამ ლიცენზირების არქონის გამო ლიგა 3-ში არ დაუშვეს ზუგდიდის „დინამო“, „შევარდენი 1906“ და „თბილისი სიტი“. ამიტომ სამი ვაკანსია ლიგიდან გავარდნილმა „ზესტაფონმა“, ტყიბულის „მეშახტემ“ და საჩხერის „ჩიხურამ“ შეავსეს.

ეროვნული ლიგა 3 აპრილში დაიწყება. მოახლოებული ტურნირის კალენდართან და დებულებასთან დაკავშირებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებები კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ახალ საფეხბურთო სეზონში ლიგა 3-ში ითამაშებენ „ზესტაფონი“, თბილისის „მერანი-2“, „ვარკეთილი“, „საბურთალო-2“, „ლოკომოტივი-2“, „ირაო“, დუშეთის „არაგვი“, „გორი“, „ბორჯომი“, ლანჩხუთის „გურია“, ჩოხატაურის „ბახმარო“, ტყიბულის „მეშახტე“, ხელვაჩაურის „მაჭახელა“, საჩხერის „ჩიხურა“, სართიჭალას „შტურმი“ და „რუსთავი“.