„ბაიერნმა“ ვინსენ კომპანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა #1TVSPORT

10:28, 24.10.2026

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს, ვინსენ კომპანის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც 40 წლის ბელგიელი სპეციალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ინფორმაციას გერმანული კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.

„23 ოქტომბერს ვინსენ კომპანი ჩვენი მეორე გუნდის ვარჯიშს ესწრებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და დაეცა. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. კომპანი საავადმყოფოში სრულყოფილ გამოკვლევებს ჩაიტარებს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. ამ დროისთვის გუნდის ვარჯიშებსა და მატჩებს მისი სამწვრთნელო შტაბი უხელმძღვანელებს“, – ნათქვამია „ბაიერნის“ განცხადებაში.

კლუბის სპორტული დირექტორის, მაქს ებერლის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი კომპანის ჯანმრთელობაა და ბელგიელ სპეციალისტს გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო მიეცემა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანის ბოლო დღეებში ვირუსული ინფექცია აწუხებდა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის „არსენალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაც გამოტოვა. მიუხედავად ამისა, ბელგიელი მწვრთნელი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ხელმძღვანელობდა.

Sky Sport Germany-ს ცნობით, კომპანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება ის სამწვრთნელო საქმიანობას.

მსგავსი