გოგლიჩიძემ „მონცაში“ შეუცვლელად ითამაშა – აბუაშვილის „მეცი“ ქულას დასჯერდა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძის „მონცა“ სერია A-ს მე-8 ტურში „ტორინოს“ ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.
იტალიის ჩემპიონატის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების მცველი კვლავ „მონცას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.
სერია A-ში გამართული 8 ტურის შემდეგ „მონცა“ (7 ქულა) სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა.
გიორგი აბუაშვილის „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში „დიუნკერკს“ ესტუმრა და 10 მოთამაშით დარჩენილ მეტოქესთან ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. „მეცი“ ამ შედეგით მე-8 ადგილზეა.