ქართველი ლეგიონერები | დავით ვოლკოვმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში „სუმგაითს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა, რაშიც წვლილი ქართველმა ლეგიონერმაც შეიტანა.
30 წლის თავდამსხმელმა, ვოლკოვმა წინა ტურში „ქიაფაზთან“ „ზირას“ ქულა გადაურჩინა, ამჯერად კი სუმგაითელებთან შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემას გოლიც დაუმატა – 21-ე წუთზე მისი ასისტით თავი გუიმამ გამოიჩინა, ხოლო 83-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, გადამწყვეტი გოლით გუნდს 3 ქულა მოუტანა.
დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, „ზირა“ კი აზერბაიჯანის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.