„ზენიტის“ უკრაინელი ფეხბურთელი - მშვიდობა უკრაინას, შეაჩერეთ ომი #1TVSPORT
„ზენიტის“ უკრაინელი ფეხბურთელი - მშვიდობა უკრაინას, შეაჩერეთ ომი #1TVSPORT

32 წლის უკრაინელი მცველი იაროსლავ რაკიცკი უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრას „ინსტაგრამზე“ გამოეხმაურა.

„მე ვარ უკრაინელი! მშვიდობა უკრაინას! შეაჩერეთ ომი!“, – წერს რაკიცკი ინსტაგრამზე.

რაკიცკი რუსეთის ჩემპიონის, „ზენიტის“ მცველია. ცნობილი გახდა, დონეცკის „შახტარში“ გამოსვლით, რომლის რიგებშიც გახდა უკრაინის ჩემპიონი (8-ჯერ), უკრაინის თასის (6) და სუპერთასის მფლობელი (6).

2019 წლის დასაწყისში რაკიცკი სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გადავიდა, ამის შემდეგ ის ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე უკრაინის ნაკრების მოთამაშეთა სიიდან ამოიღეს და ნაკრებში მას შემდეგ აღარ იძახებდნენ.