ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება [ფოტო]
ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება [ფოტო]

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე დედა-შვილის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მათ მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა.