შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ დაასრულებს კარიერას, თუ ტურნირების პირველ რაუნდებში წაგებას დაიწყებს.
„ძველებურად ძალიან დამუხტული და მოტივირებული ვარ. ვგრძნობ, რომ მჭირდება საუკეთესოებთან კონკურენციის შესაძლებლობა, რათა დავრწმუნდე, რომ ჯერ ისევ შემიძლია მსხვილი ტურნირების მოგება. მჭირდება ისეთი მომენტები, როგორიც შარშან უიმბლდონზე მქონდა. მაშინ ძალიან ახლოს ვიყავი. თუ დავიწყებ ყოველ კვირა მეორე წრეში წაგებას, რა თქმა უნდა, მივხვდები, რომ ჩემი დრო წავიდა. უნდა გესმოდეს, რომ ყველაფერი იცვლება, როცა ოჯახი გყავს. იწყებ კომპრომისებზე წასვლას, არადა იცი, რომ პრიორიტეტი ოჯახია“, – განაცხადა ფედერერმა.
38 წლის ლეგენდა, ამჟამად, მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ აღდგენით კურსს გადის. როჯერი 2020 წელს კორტზე გასვლას არ აპირებს.