ზედიზედ მესამე გამარჯვება ნაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინმა ჩიიოშომა დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე, ცუდი სტარტის შემდეგ, ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და მოგება-წაგებათა ბალანსი გაათანაბრა.
ტოჩინოშინი, რომელიც ნაცუ ბაშოზე მე-9 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-6 საშეჯიბრო დღეს მე-11 მაეგაშირა ჩიიოშომას დაუპირისპირდა. შეჯახების შემდეგ ორივე მებრძოლი მეტოქის მავაშის აღებას ცდილობდა. საბოლოო ჯამში პოზიციისთვის ბრძოლის დროს გორგაძემ კოტენაგეს ილეთით მოიგო.
ხვალ, 14 მაისს ტოჩინოშინის მეტოქე მე-7 მაეგაშირა კოტოეკო იქნება.