ზედიზედ მეორედ - გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია | ბუდაპეშტი 2018
მძიმეწონოსანმა ქართველმა გოლიათმა – გენო პეტრიაშვილმა, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ტიტული დაიცვა და ოქროს მედალს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში, ჩინელ -ჟიუეი დენგთან, უპირატესობა თავიდანვე მოპივა და პირველი პერიოდი 2:0 მოიგო. მეორის სტარტზე 24 წლის გორელმა ფალავანმა უპირატესობა, ნელ-ნელა მეთოდურად გაზარდა და სბოლოოდ 6:0 გაიმარჯვა.
დღესვე საქართველოს პირველი მედალი ავთანდილ კენჭაძემ მოუტანა, რომელიც ვერცხლს დასჯერდა. 74 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი კენჭაძე, რუს – ზარბეგ სადიკოვთან 2:2 დასრულებულ სეხვედრაში მეტოქის ორქულინი გდების შედეგად დამარცხდა (თავდ ორივე ქულა ერთქულიანებით მოიპოვა). მანამდე კი 61 კილოგრამი წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, ბექა ლომთაძე მონღოლ – ტუშინტულგა ტუმენბილეგთან დამარცხდა და კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხა.
რაც შეეხება ტურნირში დღეს ჩართულ ოთხ ქართველს, მათ ფინალში გასვლა ვერ შეძლეს. ოთარ გოგავა (57 კგ.) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) უმედლოდ დარჩნენ, დავით ხუციშვილი და დავით მარსაგიშვილი კი ხვალ, 12:30-იდან, რეპეშაჟში ჩაერთვებიან და ბრინჯაოს მედლების მოპოვებას შეეცდებიან.
ხვალვე წიასწარი შეხევდრები, თავისუფალი სტილით ჭიდაობის დარჩენილ ორ წონით კატეგორიაში გაიმართება. საქართველს სახელით კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) და ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორი -ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) იასპარეზებენ.