ზაზა თავაძე - უზენაეს სასამართლოში განწესების შემთხვევაში, წარმატებით შევძლებ განვახორციელო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება
ზაზა თავაძე - უზენაეს სასამართლოში განწესების შემთხვევაში, წარმატებით შევძლებ განვახორციელო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება

სამართლის სფეროში 20 წლიანი საქმიანობა, მაძლევს იმის რწმენის საფუძველს, რომ უზენაეს სასამართლოში განწესების შემთხვევაში, წარმატებით შევძლებ განვახორციელო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.

ზაზა თავაძე იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება და ხსენებულ თანამდებობებზე შეირჩევიან საუკეთესო და ღირსეული კანდიდატები

„სამართლის სფეროში 20 წლიანი საქმიანობა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ თითქმის 9 წელი, მაძლევს იმის რწმენის საფუძველს, რომ უზენაეს სასამართლოში განწესების შემთხვევაში, წარმატებით შევძლებ განვახორციელო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. შესაბამისად, ხსენებული სასამართლოს წევრობა ჩემთვის უდიდესი პატივი და გამოწვევაა. ვიმედოვნებ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება და ხსენებულ თანამდებობებზე შეირჩევიან საუკეთესო და ღირსეული კანდიდატები“, – აცხადებს ზაზა თავაძე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა. სიაშია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე.