უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში შალვა თადუმაძე მოხვდა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში შალვა თადუმაძე მოხვდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა. ამის შესახებ ცნობილი იუსტიციის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სიიდან გახდა.

ამასთან, უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა განახლებულ სიაში მიხეილ ჩინჩალაძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის გარდა, არის ყველა ის კანდიდატი, რომელიც 24 დეკემბერს, საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პირველ სიაში იყო.

გარდა ამისა, სიაში არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინა შემადგენლობის წევრები – ლევან თევზაძე და შოთა გეწაძე.

დღეს გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ მოქმედი, ყოფილი და საბჭოს მიერ უვადოდ განწესებული მოსამართლეები. კანდიდატთა შორის სახელდება ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია დღეს გაასაჯაროვა. ამ სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.