ზაზა სარალიძე - შსს-სთან აქცია არ დამიგეგმავს, ხალხს აღარ ვაწუხებ
ზაზა სარალიძე - შსს-სთან აქცია არ დამიგეგმავს, ხალხს აღარ ვაწუხებ

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ აქციების ორგანიზებას აღარ აპირებს, რადგან მისი აქტივობები პოლიტიკოსებს დაუკავშირეს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ორთაჭალაში, შსს-ს შენობის ეზოში, დღეს, შვიდ საათზე დაანონსებული მისი სოლიდარობის აქციის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქცია მე არ დამიგეგმავს, რადგან ხალხს აღარ ვაწუხებ, აქციას დაგეგმავდნენ ის პირები, ვისაც ალბათ სამართლიანობის აღდგენა უნდა. მე რამდენი აქცია დავგეგმე, იმდენი ხან პოლიტიკური ნიშნით გაატარეს, ხან რა მიაკერეს, ამიტომ აღარ ვგეგმავ, არ მინდა, ჩემ გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი. არასოდეს მითანამშრომლია და არ მომიწოდებია პარტიებისთვის გვერდით დამიდექით-თქო, რაც შეეხება ხალხს, თუ ვინმეს უნდა სამართლიანობის აღდგენა, არავის ვუკეტავ კარს და აქ მოსვლას ვერავის ავუკრძალავ. რაც შემეხება მე, აქ ვიქნები სანამ დამნაშავეს არ დააკავებენ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, რომელიც შსს-ს შენობის ეზოში აქციას მართავს, სოლიდარობის აქცია დაიგეგმა.