ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზაზა სარალიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რადგან სამართალდამცველებმა მათ კარვების გაშლისა და გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.  ამის შემდეგ, ზაზა სარალიძემ პოლიციელებს საკუთარი შვილის ფოტო დაუდო და მიმართა, ზედ გადაევლოთ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, კარვები რამდენიმე წუთის წინ საპატრულო პოლიციამ წაიღო.