ზაზა სარალიძე - მერაბ მორჩაძის დაკავება მირზა სუბელიანის მორიგი თამაშის ნაწილი იყო
ზაზა სარალიძე - მერაბ მორჩაძის დაკავება მირზა სუბელიანის მორიგი თამაშის ნაწილი იყო

სააპელაციო სასამართლოზე ახალ ფიგურანტს რომ ვერ შეიყვანენ, ყველამ ვიცით,-ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ  მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ეხმაურება და მიაჩნია, რომ ამ ადამიანის დაკავება მირზა სუბელიანის თამაშის ნაწილი იყო.

„თავდაპირველად, როდესაც ეს პიროვნება პასუხისგებაში მისცეს ჩემთვის ძალიან გაუგებარი იყო, ვინ იყო და რისი გულისთვის მისცეს პასუხისგებაში, რა ზემოქმედება მოახდინა მოწმეზე. ვფიქრობ, ეს არის სუბელიანის მორიგი თამაშის ნაწილი, ვითომ შსს-მ და პროკურატურამ რაღაცა დაგვანახა მე და საზოგადოებას, თითქოს რაღაც ნაბიჯი გადადგეს. რაც მთავარია, მკვლელებს არ იჭერენ. რა თამაში აქვთ წამოწყებული, ვერ ვხვდები, მაგრამ ფაქტია, რომ უნდათ იმის გაპრავება, რა ჩვენებებითაც კალანდია სასამართლოზე წარსდგა. პირველ დღეს რომ სხვა თქვა, მეორე დღეს- სხვა და მესამე დღეს კიდევ სხვა.  საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდათ, ვაცადოთ სასამართლო პროცესსო. რა უნდა ვაცადოთ სასამართლოს? დაჭერილ ორ პიროვნებას სასჯელი  უნდა მოუმატოს ან შეუმსუბუქოს, ახალ ფიგურატს რომ ვერ შეიყვანს, ყველამ კარგად იცის“,-აცხადებს ზაზა სარალიძე.