ექიმი - ზაზა სარალიძე დღეს კლინიკაში რჩება
ექიმი - ზაზა სარალიძე დღეს კლინიკაში რჩება

ზაზა სარალიძე დღეს კლინიკაში დარჩება და მკურნალობას განაგრძობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა-რეანიმატოლოგმა გიორგი გაფრინდაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება სჭირდება.

„ამ დროისთვის ჩატარებული კვლევებით, ფიქსირდება ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა, რაც ნიშნავს გლიკემიის მაღალ მაჩვენებელს სისხლში და სითხის დაბალ რაოდენობას. მიმდინარეობს კვლევები, პაციენტი საჭიროებს დამატებით გამოკვლევებსა და მონიტორინგს, შესაბამისად, რჩება კლინიკაში და განაგრძობს მკურნალობას. გამომწვევ მიზეზებზე დაზუსტებით საუბარი ჯერ ნაადრევია“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რადგან სამართალდამცველებმა მათ კარვების გაშლისა და გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.  ამის შემდეგ, ზაზა სარალიძემ პოლიციელებს საკუთარი შვილის ფოტო დაუდო და მიმართა, ზედ გადაევლოთ.

დატოვე კომენტარი