ზაზა სარალიძე - არ ვიცი, რატომ გადაიტანეს კარვები, როცა დავბრუნდები რუსთაველზე, იმავე რეჟიმში გავაგრძელებ ბრძოლას 
ზაზა სარალიძე - არ ვიცი, რატომ გადაიტანეს კარვები, როცა დავბრუნდები რუსთაველზე, იმავე რეჟიმში გავაგრძელებ ბრძოლას 

ჯერ არ ვიცი, რა განმარტებას გააკეთებს შსს კარვების აღებასთან დაკავშირებით, ჯერ მოვიდეს წარმომადგენელი, განმიმარტოს, რატომ გადაიტანეს კარვები და აქედან გამომდინარე, გადავდგამ ნაბიჯებს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, კარვების აღებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.

“შსს-ს უთქვამს, რომ აქციის ორგანიზატორებთან ჰქონდა მოლაპარაკება, არავინ შემთანხმებია. მე საქმის კურსში არ ვარ, ჟურნალისტებისგან გავიგე, რომ კარვები ააღებინეს, მე ისევ იგივე პოზიცია მაქვს. აქ უბრალოდ ვარ ზვიად კუპრავას სასამართლოზე, რომ სავარაუდოდ, მოწმის სახით შეგვიყვანენ პროცესზე და როცა დავბრუნდები რუსთაველზე, გავაგრძელებ იმავე რეჟიმში ბრძოლას. არ ვიცი, რა განმარტებას გამიკეთებს შსს, ჯერ მოვიდეს წარმომადგენელი, განმიმარტოს, რატომ გადაიტანეს კარვები და აქედან გამომდინარე, გადავდგამ ნაბიჯებს. მე ვიცი, რომ კონსტიტუციური უფლება მქონდა”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ დადგმული კარვები საავტომობილი გზიდან ცოტა ხნის წინ გადაიტანეს.