ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, წითელი ჯვრის მეშვეობით, ოჯახის წევრები შეახვედრეს
ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, წითელი ჯვრის მეშვეობით, ოჯახის წევრები შეახვედრეს

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ოჯახის წევრები შეახვედრეს.

შეხვედრა გუშინ შედგა, თუმცა ოჯახმა ეს ინფორმაცია წითელი ჯვრის მოთხოვნით ამ დრომდე არ გაასაჯაროვა.

ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში შვილებთან და მამათილთან ერთად იმყოფებოდა.

„ოთხი წავედით ოჯახიდან – მე, მამათილი და ბავშვები. ორსაათ-ნახევარი მოგვცეს დრო. ზაზა ეფერებოდა ბავშვებს, კოცნიდა, მათთან არ უნდოდა თქმა იმის, რამდენად უიმედოდ არის. ზაზამ იცის, რომ მუშაობს ხელისუფლება, თუმცა იმედი არ აქვს, რომ რაიმე შეიცვლება. მაიმედებს, 12 წელი მალე გავაო. ერთ სივრცეში შევხვდით ყველა და ორსაათ-ნახევარი გვქონდა დრო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია“,- განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.