ოჯახის ინფორმაციით, ზაზა გახელაძე ე.წ. სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებს
ოჯახის ინფორმაციით, ზაზა გახელაძე ე.წ. სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებს

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე ე.წ. სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებს. აღნიშნული ინფორმაცია ზაზა გახელაძის ოჯახს სახაზინო ადვოკატმა მიაწოდა.

როგორც ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა განაცხადა, არ იცის, გახელაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება რატომ მიიღო.

„ვესაუბრე ადვოკატს. ის ამბობს, რომ ზაზას არ უნდა გასაჩივრება. ჩვენ გვქონდა სურვილი, თუმცა ეს ზაზას უნდა გაეკეთებინა. არ ვიცი, ასე რატომ გადაწყვიტა. ესაა ზაზას გადაწყვეტილება და ჩვენ მის წინ ვერ წავალთ“, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.