ზაზა გაბუნია – ირაკლი კობახიძემ სიმართლე თქვა და არა აქვს მნიშვნელობა ამას დაეთანხმებიან თუ არა წითელ ხიდზე მორბენალი მუხლებაკანკალებული პოლიტიკური სპრინტერები

19:23, 24.09.2018

ირაკლი კობახიძემ სიმართლე თქვა და არა აქვს მნიშვნელობა ამას დაეთანხმებიან თუ არა წითელ ხიდზე მორბენალი მუხლებაკანკალებული პოლიტიკური სპრინტერები,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

„ფაქტია, რომ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან სახეზე გვაქვს თეთრის შავად გასაღების და დეზინფორმაციის ტირაჟირების ფაქტები, ბინძური და მიუღებელი მეთოდებით მანიპულირება საარჩევნო კამპანიის წარმართვისას. ეს არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელი სტილისტიკა და სწორედ ეს აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ“,- განაცხადა გაბუნიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი ოპონენტები წარმართავენ ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც აგებულია შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფასა და პროვოკაციებზე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სურს, წარიმართოს ევროპული სტილის კამპანია, სადაც სუბიექტები ერთმანეთს ესაუბრებიან საკუთარ ხედვებზე.

 

მსგავსი