ზაურ დარგალი - მარნეულში შეზღუდვების დასრულების შემდეგაც ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება
ზაურ დარგალი - მარნეულში შეზღუდვების დასრულების შემდეგაც ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობის აქტიური ინფორმირება გრძელდება.

როგორც ზაურ დარგალმა აღნიშნა, ძირითადი რეკომენდაციები მარნეულში შეზღუდვების დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

„მარნეულში მეშვიდე დღეა, „კოვიდ-19“-ის არც ერთი ფაქტი დადასტურებული არ არის. ეს ფაქტი ძალიან გვახარებს. 18 მაისიდან მარნეული იხსნება და ჩვენ პარალელურად ვაგრძელებთ ძირითად რეკომენდაციებზე რეაგირებებს. მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და გახსნის შემდგომაც მარნეულში ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება. ამისთვის მარნეულის მერია სრულ მზადყოფნაშია“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მარნეულში შეზღუდვები 18 მაისიდან სრულად მოიხსნება.