ზაურ დარგალი - მარნეულში კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება გრძელდება
ზაურ დარგალი - მარნეულში კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება გრძელდება

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობის აქტიური ინფორმირება გრძელდება. როგორც ზაურ დარგალმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული 900-ზე მეტი ტესტიდან კორონავირუსზე 700-ზე მეტის პასუხი უარყოფითია.

„მარნეულში გუშინწინ და გუშინ აღებული 926 ანალიზიდან 700-ზე მეტის პასუხები ვიცით და პასუხი არის უარყოფითი. დანარჩენებზე კვლევა გრძელდება და დღის განმავლობაში იქნება პასუხები. ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს, რაც გვახარებს. 18 მაისს, როგორც იცით, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ მარნეული იხსნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მარნეულელებისთვის. ასევე, აქტიურად ვაგრძელებთ მოსახლეობის ინფორმირებას. ხმოვანი მანქანები დადის სოფლებში და ქალაქში, ყველა მიმართულებით მიდის აქტიური მუშაობა“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

საქართველოს მტავრობის გადაწყვეტილებით 18 მაისს მარნეული სრულად გაიხსნება. მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა.