ზაქარია ქუცნაშვილი - დარწმუნებული ვარ, ყველა ძველ პრემიერ-მინისტრს გაუხარდება, თუ მომდევნო უფრო ეფექტურად გაუძღვება მის დაწყებულ საქმეს
ზაქარია ქუცნაშვილი - დარწმუნებული ვარ, ყველა ძველ პრემიერ-მინისტრს გაუხარდება, თუ მომდევნო უფრო ეფექტურად გაუძღვება მის დაწყებულ საქმეს

დარწმუნებული ვარ, ყველა ძველ პრემიერ-მინისტრს გაუხარდება, თუ მომდევნო უფრო ეფექტურად გაუძღვება მის დაწყებულ საქმეს, – ამის შესახებ დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე შეჯერება უნდა მოხდეს.

„უნდა შევჯერდეთ კანდიდატზე და დარწმუნებული ვარ, ყველა ძველ პრემიერ-მინისტრს გაუხარდება, თუ მისი მომდევნო უფრო ეფექტურად გაუძღვება მის დაწყებულ საქმეს. არამგონია, ბოროტი და შურიანი ადამიანის გარდა, ვინმეს შურდეს სხვისი წარმატება. დაველოდოთ, ვის კანდიდატურაზე შევჯერდებით“, – განაცხადა ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა არ განიხილება.

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე მსჯელობენ.