ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა

22:08, 19.07.2026

რუსული მხარის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 33 დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, იერიშებმა სერიოზულად დააზიანა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ასევე მაღალსართულიანი შენობის ნაწილი.

მედიის ცნობით, დარტყმა მართვადი საჰაერო ბომბებით განხორციელდა და კერძო სექტორიც დააზიანა. ერთ-ერთ ლოგისტიკურ ტერმინალში ხანძარი გაჩნდა.

მსგავსი