"ზამთრის თასზე" საქართველო იტალია-ესპანეთის ჯგუფში მოხვდა
"ზამთრის თასზე" საქართველო იტალია-ესპანეთის ჯგუფში მოხვდა

12, 13 და 14 იანვარს, თბილისის ახალ სპორტის სასახლე დავით პეტრიაშვილის სახელობის “ზამთრის თასს” უმასპინძლებს.

ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ნახევარფინალისტებს 12-13 იანვარს გამოავლენენ, ხოლო გამარჯვებულს – 14 იანვარს.

“ზამთრის თასს” პირველად გაითამაშებენ 14-წლამდე გუნდები. ამ გათამაშებაში მონაწილეობს ქვეყნის 12 რეგიონული ნაკრები, თბილისის ელიტ-ლიგის სამი პრიზიორი („დინამო“, „საბურთალო“, „ლოკომოტივი“) და სფფ-აკადემიის გუნდი. ტურნირზე ის 2018 წლის გათამაშებაში სიახლეა – ყველაზე პატარა ასაკის მონაწილეთა ტურნირს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს.

14 იანვარს გულშემატკივარს ოლიმპიურ სასახლეში საფეხბურთო ვარსკვლავების ხილვა შეეძლებათ. წელს ტურნირს იტალიელი ვეტერანებიც შეუერთდებიან. მათ გარდა, „ზამთრის თასზე“ შარშანდელი მონაწილეებიც ითამაშებენ: საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებები. ამათ გარდა კი თბილისს, ტრადიციულად, უეფა-ს გუნდიც ესტუმრება, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ვარსკვლავი იქნება: “რომას” და “ინტერის” რუმინელი კრისტიან კივუ, “ტოტენჰემში” ნათამაშები სლოვენიელი მილენკო აჩიმოვიჩი და “ინტერის” სერბი დეიან სტანკოვიჩი.

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები “ა” ჯგუფი ესპანეთ-იტალიასთან მოხვდა, ხოლო “ბ” ჯგუფში მეორე ფინალისტი გაირკვევა უეფა-ს, უკრაინისა და თურქეთის შეხვედრებში.

ბავშვების ფინალი 14 იანვარს 16:45 საათზე დაიწყება, ეროვნული ლიგის გუნდების – 19:00 საათზე, ხოლო ვეტერანთა გადამწყვეტი მატჩი – 20:00-ზე.