1961 წლის 12 მაისს თბილისის სპორტის სასახლე გაიხსნა [ვიდეო] #1TVSPORT
1961 წლის 12 მაისს თბილისის სპორტის სასახლე გაიხსნა [ვიდეო] #1TVSPORT

ზუსტად 61 წლის წინ, 12 მაისს, თბილისის სპორტის სასახლე საზეიმოდ გაიხსნა. გრანდიოზულ არენას ლეგენდარული ქართველი ფალავანის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის, გივი კარტოზიას სახელი მიენიჭა.

პროექტი 1956-ში დამტკიცდა, მშენებლობა კი მომდევნო წელს დაიწყო, რომელსაც არქიტექტორები – ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე, თემურ ჯაფარიძე და დავით ქაჯაია ხელმძღვანელობდნენ.

თანამედროვე ნაგებობისთვის თბილისის ახალი და მზარდი უბანი, საბურთალო შეირჩა.

სპორტის სასახლე თავიდანვე საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ საშინაო არენად იქცა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კი ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის შეხვედრებს მასპინძლობს. თბილისის სპორტის სასახლე, რა თქმა უნდა, მშობლიური არენაა სპორტის არაერთი სხვა სახეობისთვისაც (კრივი, ძიუდო, ჭიდაობა, ფარიკაობა, ხელბურთი, ძალოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, კიკბოქსინგი და ა.შ).

აღსანიშნავია, რომ თბილისში დასასრულს უახლოვდება სპორტის ახალი სასახლის მშენებლობა, რომელიც წელს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს უმასსპინძლებს და 2022 წლიდან ქართული კალათბურთი ამ არენაზე გადაინაცვლებს.