ზამთრის ოლიმპიადა | გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილი საქართველოს რიტმულ ცეკვაში წარადგენს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ინდივიდუალური ასპარეზობა იწყება.
9 თებერვალს საქართველოს რიტმული ცეკვის მოკლე პროგრამაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი წარადგენს. პირდაპირ რეპორტაჟს 22:30 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.
დევისი-სმოლკინის წყვილი შეჯიბრებაზე მე-11 ნომრად გამოვა. ასპარეზობაში 23 წყვილი იღებს მონაწილეობას. თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლებას და მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობას 20 წყვილი მიიღებს.
საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული შედეგია.