ზაგრებში, სეზონის პირველ სარეიტინგო ტურნირზე დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
ზაგრებში, სეზონის პირველ სარეიტინგო ტურნირზე დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

დღეიდან 5 თებერვლის ჩათვლით ზაგრები 2023 წლის სეზონის პირველ სარეიტინგო ტურნირს უმასპინძლებს. თავისუფალ, ქალთა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლების ათ-ათი კომპლექტი გათამაშდება.

ზაგრებში დღეს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 6 წონით კატეგორიაში (57, 61, 65, 70, 74 და 86) მედლისთვის ექვსი ქართველი იბრძოლებს.

საქართველოს სახელით იჭიდავებენ:

57 კგ – რობერტ დინგაშვილი და ბექა ბუჯიაშვილი

61 კგ – შოთა ფარტენაძე

65 კგ – ედემი ბოლქვაძე

70 კგ – გიორგი ელბაქიძე

86 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი

შეჯიბრზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყვება, 21 საათიდან კი მედლები ექვსივე წონაში დღესვე გათამაშდება.