ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს მედლებისთვის ოთხი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს მედლებისთვის ოთხი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მინდინარე ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს მედლების მოპოვებას ოთხი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება.

90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილის მეტოქე ჩეხი დავიდ კლამერტი იქნება. 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ხორვატ ზლატკო კუმრიჩს შეხვდება, მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) კი პოლონელ ვოიცეხ კორდილიაკს დაუპირისპირდება. ქალთა ტურნირში სოფიო სომხიშვილის (+78 კგ.) მეტოქე კი ტაჰანი ალქაჰტანისა (საუდის არაბეთი) და ტინა რადიჩის (ხორვატია) წყვილში გამარჯვებული იქნება.

შეჯიბრზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ტურნირზე ვერცხლისმედალოსანი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00-ზე, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.