ზაგიტოვამ და მედვედევამ რუსეთის ჩემპიონატი 14 წლის მეტოქესთან წააგეს
ფიგურულ სრიალში რუსეთის ჩემპიონატი გაიმართა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ქალების ტურნირი, რადგან აქ ორი ვარსკვლავი იბრძოდა ჩემპიონობისთვის – ალინა ზაგიტოვა და ევგენია მედვედევა.
ორივე სუსტად გამოვიდა და პირველ სამეულში მოხვედრა ვერ შეძლო. ზაგიტოვა მოკლე პროგრამის მოგების შემდეგ, მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მედვედევა კი მოკლე პროგრამის შემდეგ მე-14 ადგილზე იყო და საბოლოოდ. მეექვსეზე გავიდა.
ჩემპიონი კი 14 წლის ანა შჩერბაკოვა გახდა, რომელსაც ეთერი თუთბერიძე ავარჯიშებს.